www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.nova.ge | www.avzi.ge | www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე;
** შეკვეთის მიღება და გაფორმება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
** მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

თანამდებობისთვის საჭირო და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (მომხმარებლის დონეზე);
** გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-შაბათი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 15 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "იურიდიულ პირებზე გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |