www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი და დაზიანების შემთხვევაში, შეკეთების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამეურნეო სამუშაოების ჩატარება გაუმართაობების აღმოსაფხვრელად;
** მსხვილი სამეურნეო და ტექნიკური პროექტების მართვა;
** შეძენილი საქონლის ან მიღებული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** სხვადასხვა საოფისე ინვენტარისა და ნივთების საჭიროების განსაზღვრა და ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამეურნეო/საოფისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
** ტექნიკური და ანალიტიკური უნარები;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/616 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |