www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტების დაგეგმარების მენეჯერი
მომწოდებელი: The Stream
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სამრეწველო და ინფრასტრუქტურული ნაგებობების სამშენებელო კომპანია, რომელიც საქართველოში ახორციელებს მასშტაბურ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, ეძებს სამშენებლო პროექტების დაგეგმარების მენეჯერს.

სამუშაო ადგილი - თბილისი
პოზიციის ტიპი - მაღალი რანგის ხელმძღვანელის-ინჟინერის პოზიცია
ანაზღაურება - პოზიციის რანგის ადექვატური, კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სამუშაო განაკვეთი - სრული განაკვეთი
მივლინებები - ხშირი მივლინებები საქართველოს მასშტაბით

ფუნქციები და მოვალეობები:

** ორგანიზაციაში დაგეგმარების და დაგეგმარებასთან დაკავშირებული პროცესების მართვის მდგრადი სისტემების, პროცედურების და სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** შესრულებული და მიმდინარე პროექტების ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა სისტემების, პროცესების და პროცედურების გაუმჯობესების და ხარჯების ოპტიმიზაციის გზების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობა;
** სამშენებლო პროექტების მაკრო (ყველა სამშენებლო აქტიობის) და მიკრო (ცალკეული პროექტების) დაგეგმარება და კოორდინირება;
** ცალკეული პროექტის თითოეული ფაზის წინასწარი გრაფიკების შემუშავება და შესრულების თარიღების განსაზღვრა (ტენდერი, წინა სამშენებლო ფაზა, განხორციელების ფაზა);
** პროექტის სატენდერო შეთავაზების სამშენებლო და ტექნიკური ნაწილის მომზადება, შესაბამისი მეთოდოლოგიების, გეგმა-გრაფიკების და ხარჯთაღრიცხვების შედგენა, ტენდერის საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაო გუნდის შექმნა და მართვა;
** ცალკეული პროექტების წინა სამშენებლო დაგეგმარების წარმოება პროექტის მენეჯერთან ერთად;
** პროექტის მიმდინარეობის ეტაპების, გრაფიკების და გეგმების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის მენეჯერთან ერთად პროექტის გეგმების კორექტირება;
** პროექტის გრაფიკიდან გადახრის ან შესაძლო გადახრების გამოვლენა, რისკების შეფასება და მინიმიზირების ღონისძიებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
** სამშენებლო პროექტის დაგეგმარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** MS Project, AutoCAD, ArchiCAD-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** ხარჯების შეფასებისა და ანალიზის მეთოდების ცოდნა (three point, analogous, bottom-up, parametric estimating, CPI, SPI, TCPI, etc.);
** სამშენებლო პროცესების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |