www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო დარბაზის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის მუშაობისთვის აუცილებელი პროცედურების მართვა, კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის მართვა, კონტროლი;
** ობიექტის სრული პერსონალის მართვა;
** პერსონალის სამუშაო გრაფიკის, ჰიგიენის, იერსახის დაცვის კონტროლი;
** მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ობიექტზე არსებული ფასდებულების სიზუსტის კონტროლი;
** ვადების კონტროლის მექანიზმის მუშაობის კონტროლი;
** სტაჟიორების შეფასება, სტაჟირების პროცესში აქტიური ჩართულობა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება;
** შეკვეთების კონტროლი;
** ნაშთის კონტროლი;
** ობიექტის ინტერიერის და სისუფთავის კონტროლი;
** პერსონალის ქცევის კონტროლი;
** ობიექტზე პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** პროდუქციის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის კონტროლი;
** დეგუსტაციის მსვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** კორპორატიული შეკვეთების შეგროვების უზრუნველყოფა;
** ტაბელის წარმოება;
** შესვენების გრაფიკის დაცვის კონტროლი;
** ხარისხის სამსახურის მიერ გადაცემული დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
** ეტიკეტების და შემადგენლობების სისწორის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა;
** პროცესების და თანამშრომელთა მართვის უნარები;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge და ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |