www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ლანჩობა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

"ლანჩობა" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.

"ლანჩობა" არის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სტარტაპი - ციფრული კაფეტერია ოფისებისთვის. ჩვენ ვემსახურებით 40-მდე თანამედროვე ოფისს თბილისში, საიდანაც ყოველდღიურად თანამშრომლები აკეთებენ ჩვენს მობილურ აპლიკაციაში შეკვეთებს.

ჩვენს სამზარეულოში ყოველდღიურად მზადდება განსხვავებული სტილის ლანჩბოქსები და ჩვენივე მიტანის სერვისით ხდება მიტანა თბილისში ბევრ ლოკაციაზე.

კომფორტულ გარემოსთან ერთად ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ სამუშაო პირობებს:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი)
** ერთ შაბათ-კვირას დასვენება, მეორე შაბათ-კვირას მხოლოდ 1 დღე ნახევარი სამუშაო განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი დაფინანსება

მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება 3+ წელი
** ​სუ-შეფად მუშაობის გამოცდილება 1+ წელი
** ევროპული და ქართული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება, გრილის სპეციფიკის ცოდნა
** სწრაფად ცვლად გარემოში ადაპტირების უნარი
** საჭიროების შემთხვევაში შეფთან ერთად ახალი კერძების შექმნის უნარი
** ადამიანების მენეჯმენტის უნარი
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობაში ჩართვა
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი, დისციპლინის დაცვა
** ​მიზანპლასების მომზადების დაგეგმვა და შესრულება
** კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა, დაცვა და კონტროლი
** პროდუქტების შენახვის პირობების და ვადების დაცვა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, კომუნიკალურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: erekle@lunchoba.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |