www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

** პროდუქტზე ან პროდუქტთა ჯგუფზე მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლა და განსაზღვრა ბაზრის სპეციფიკური კვლევის შესაბამისად;
** უკვე არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და ახალი პერსპექტიული პოზიციების საჭიროების განსაზღვრა, მოძიება და შემდგომი სარეალიზაციო პროცესების სრული მართვა;
** ბაზარზე კონკურენტების შესწავლა და შეფასება, პროდუქციის შეკვეთამდე ფასის ხარისხთან შესაბამისობის გათვალისწინება;
** პროდუქციის საძიებო ონლაინ-კატალოგებთან მუშაობა, პროდუქციის მსგავსი მახასიათებლების (Cross-reference) კრიტერიუმების ცოდნა და გამოყენება;
** ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავება: ოპტიმალური ფასის დადგენა, ბაზარზე არსებული ფასების შესწავლა და გათვალისწინება;
** პროდუქციის ცნობადობის გაზრდაზე მუდმივად ზრუნვა, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შედეგად;
** პროდუქტის ბრუნვის ეფექტურობის შეფასება, საწყობის მარაგების კონტროლი და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქციის მუდმივად დამატება, ასორტიმენტის გაფართოება, გაყიდვების გეგმის შემუშავება,
** მიზნობრივი პროდუქტის მოძიება და მომზადება კონკრეტული მომხმარებლისთვის;
** გაყიდვების გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია, ინფორმაციისა და სიახლეების მიწოდება და შედეგების შეჯამება;
** პროდუქციის მახასიათებლებზე ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა, ჩატარება და შეფასება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდის მართვის ან შესყიდვების მიმართულებით;
** ​ბრენდინგისა და გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროექტების მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@autobani.com 18 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |