www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: პრაგმა მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

"პრაგმა მენეჯმენტი" წარმოადგენს "ქებული ბიზნეს ჯგუფში" შემავალი ორგანიზაციების მართვის ახლადშექმნილ ცენტრს. კომპანია უზრუნველყოფს მათ სტრატეგიული, ფინანსური და დამხმარე პროცესების მენეჯმენტს. ამ ეტაპისთვის მის ერთ-ერთ ამოცანას მენეჯერთა პროფესიონალური გუნდის შექმნა და ძირითადი პროცესის გამართვა წარმოადგენს.

"პრაგმა მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორისთვის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
** შეხვედრების, საქმიანი მიმოწერის და სხვადასხვა დოკუმენტის თარგმნა;
** ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება; ოქმების შედგენა;
** დავალებების ვადების კონტროლი, შეხსენება, სტატუსების ცვლილება;
** კომპანიის საიტზე ინფორმაციის პერიოდული განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მონაცემების სისტემატიზაციის უნარი; ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |