www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების და ლოჯისტიკის დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას წარმოების და ლოჯისტიკის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაოს აღწერა:

** საწარმოებსა და საწყობებში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე წარმოების და ლოჯისტიკის მიმართულებით;
** წლიური, ყოველთვიური და ყოველდღიური სამუშაო გეგმების შემუშავება;
** სასაქონლო მარაგების (მათ შორის წარმოებული პროდუქციის) ყოველდღიური კონტროლი და საწყობებს შორის ტვირთების მოძრაობის ორგანიზება/კონტროლი;
** წარმოების მოცულობისა და საჭირო სიმძლავრეების მოსალოდნელ გაყიდვებზე დაყრდნობით დაგეგმვა;
** ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გზაში მოსალოდნელი შეფერხება, ან ტვირთების მოძრაობისას შესაძლო დაზიანება;
** სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის დაგეგმვა;
** საქონლის აღრიცხვა-მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
** საწარმოო დანადგარების განვითარების საჭიროებების გამოვლენა და საწარმოების გადაირაღების ორგანიზება (საჭიროების შემთხვევაში);
** მანქანა-დანადგარების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება და შეუფერხებლად ფუნქციონირება;
** ნედლეულის, სათადარიგო მარაგ-ნაწილების მინიმალური სარეზერვო ნორმების დადგენა და მარაგების შექმნა;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
** მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
** სასაქონლო მარაგების, კომპანიის მიერ დაგეგმილ დროს, ინვენტარიზაცია და პროცესის ორგანიზება/კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (დადგენილი სტანდარტის შესაბამისად) სრულყოფის ორგანიზება;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობა და მონიტორინგი;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (უფლებამოსილების ფარგლებში);
** ხელმძღვანელობისთვის საქმიანობის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა/ფინანსები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
** უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** გუნდურობა;
** ლიდერობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 19 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: HR@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "წარმოების და ლოჯისტიკის დირექტორის მოადგილე".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |