www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სამშენებლო მასალების კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge), რომელიც ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს, წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, და სხვადასხვა ქვეყნებიდან ახორციელებს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტს, ადგილზე ახდენს 200-ზე მეტი პროდუქტის წარმოებას, ახორციელებს მეზობელ ქვეყნებში ექსპორტს და ქვეყნის მასშტაბით, როგორც B2B ბიზნესის აქტიური მკეთებელი, წელს უკვე ბაზარზე, ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში, თბილისსა და ბათუმში, წარმოდგენილია სამშენებლო მასალების მეგაცენტრებით.

"ნოვა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მარკეტინგის და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიეკუთვნება მმართველობის უმაღლეს რგოლს და ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე. ის, დირექტორთა და უმაღლეს მენეჯმენტ გუნდთან ერთად, მიღწეულ შედეგების ეფექტურობაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. მას, ორგანიზაციის შიგნით, პირველადი სამუშაო ურთიერთობა აქვს გენერალურ დირექტორთან და მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის თანამშრომლებთან, ხოლო კომპანიის გარეთ, პირველ რიგში მედიასთან.

მართავს მარკეტინგისა და PR დეპარტამენტის საქმიანობას; მოქმედებს კოორდინირებულად სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით სტრატეგიული საკითხების გადაჭრისას; კოორდინაციას უწევს სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე ორგანიზაციის სხვა ფუნქციებს. პასუხისმგებელია მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი პროგრამის და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობის და სანდოობის ზრდას. მის მთავარ მოვალეობას პროდუქტებისა და სერვისების დახვეწა-განვითარების სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საზოგადოების ფართო მასებში და ბაზარზე კომპანიის, როგორც ბრენდის, პოზიციონირება და შესაბამისი მარკეტინგული და PR კამპანიების წარმოებით (მედიასთან, მომხმარებლებთან ურთიერთობა და სხვა) აქტიური შიდა და გარე კომუნიკაცია.
** კომპანიის სასურველი იმიჯის და პოზიციის, ყველა დონეზე, უზრუნველყოფა.
** მედიის ინტერესების კოორდინაცია, მათთან, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, რეგულარულ კონტაქტი და მათ მოთხოვნებზე რეაგირება.
** ბეჭდური და ელექტრონული მასალის (ბროშურები, ვებ-გვერდები, სოციალური მედია და სხვა) წარმოების ორგანიზება.
** ბაზრის კვლევა (პროდუქტები, მომხმარებლები, სერვისები და ა.შ.), ბაზრის მოთხოვნების (ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები) შესწავლა, კონკურენტების ანალიზი.
** სხვადასხვა დავალებების შესრულება და ღონისძიებების ორგანიზება, რაც უკავშირდება კომპანიის მარკეტინგულ მიზნებს.
** დეპარტამენტის მიზნების შესაბამისად, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების და ბიუჯეტის განსაზღვრა / შედგენა, შეფასება და შესრულების მონიტორინგი.
** მოკლე და გრძელვადიანი მიზნების და ამოცანების დასახვა.
** დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროცესების განსაზღვრა, პროცედურების შემუშავება და დანერგვა.
** გუნდთან ერთად ბაზრის საჭიროებებსა და მომხმარებელთა კმაყოფილების გათვალისწინებით, სტრატეგიული პერსპექტივების შემუშევა-შენარჩუნებაზე მუშაობა.
** კომპანიის მისიის, ხედვის და ფილოსოფიის მთელს ორგანიზაციაში გათავისების და პრაქტიკული ათვისების უზრუნველყოფა.
** ამოცანების და მომსახურების ხარისხის ორგანიზაციის შესაბამისობაში მოყვანა და კოორდინაცია.
** ორგანიზაციის მთლიანობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკის შემუშავებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა.
** დეპარტამენტის პერსონალის სწორად მართვა, მოტივირება, სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კომფორტის შექმნა. ასევე, მათ შერჩევაში მონაწილეობა, მხარდაჭერა, განვითარების ხელშეწყობა, ტრენინგების ორგანიზება, სწორი შეფასება, მათი სხვადასხვა პროცესებში და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვა.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით
** მინიმუმ 5 წლიანი წარმატებული კარიერა, სასურველია კერძო სექტორში
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია Adobe პროგრამების ცოდნაც).

სხვა მოთხოვნები:

** კარგი მოსაუბრე და პრეზენტაბელური
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** ძლიერი კრეატიული, სტრატეგიული, ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
** მართვის, გადამზადების, განვითარების, შეფასების უნარები
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი და სტრესული სიტუაციების მართვა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სამსახურეობრივი ვიზიტებისთვის (მივლინება) მზაობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის და PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |