www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას: ტექნიკური დირექტორის ასისტენტი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
** სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული სასაწვავის რაოდენობის მონიტორინგი;
** ავტოპარკის რეგულარული კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების მიერ შესრულებული მარშრუტების მონიტორინგი;
** კონტრაქტორ კომპანიებთან/დამკვეთებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება .

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |