www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია "ელვარე" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ელვარე ევროსტანდარტების დაცვით ქმნის და აწარმოებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, დაბალი ძაბვის ელექტრო ძალოვან, საკონტროლო და სამშენებლო კაბელებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და საიმედოობით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://elvare.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** გაყიდვების მაქსიმიზაცია პორტფელში არსებულ კლიენტებზე
** კლიენტებისგან პროდუქციაზე მოთხოვნის მიღება / დეტალების დაზუსტება
** კომერციული შეთავაზების ჩამოყალიბება და კლიენტისთვის მიწოდება
** სიტუაციიდან გამომდინარე ფასდაკლებაზე გადაწყვეტილების მიღება
** ელექტროსამონტაჟო საქონლის კატეგორიის მენეჯერთან თანამშრომლობა კლიენტის შეკვეთის სრულად დასაკმაყოფილებლად.
** შეკვეთების შესრულების მონიტორინგი / კლიენტის კმაყოფილების მართვა
** შეკვეთების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი
** შესაძლო შეფერხებების გამოვლენა და კლიენტთან კომუნიკაცია
** კლიენტებთან უკუკავშირი, საჭირო დეტალების შეთანხმება
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
** კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია, უკმაყოფილების შემთხვევების გამოვლენა, მიზეზების აღმოფხვრა
** კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებისთვის ახალი გზების ინიცირება
** კლიენტების მიერ შესყიდვების ანალიზი
** კონკურენტების ფასების ანალიზი და ცვლილებების ინიცირება
** კონკურენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვება
** გაყიდვების / მარაგების ანალიზი და ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV http://elvare.ge/ge/vakansiebi/klientebtan-urtiertobis-menejeri 2020 წლის 4 ივლისის ჩათვლით და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |