www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

ძირითადი სამუშაო:

** სხვადასხვა არხის მეშვეობით კლიენტების კონსულტირება ჩვენი პროდუქტის გამოყენებაში;
** სხვადასხვა არხის მეშვეობით პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
** მიღებული რთული ტექნიკური საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (განიხილება სტუდენტებიც);
** გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პირობები:

** კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათიანი განრიგი ცვლების მიხედვით (08:00-17:00 ან 12:00-21:00);
** ანაზღაურება - 500 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Call Center Operator.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |