www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსანტების მიღება პროგრამაზე
მომწოდებელი: Sky Travel
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 26 ივლისი

"სკაი ტრეველის" სითბური აეროსტატების სკოლა, აცხადებს კურსანტების მიღებას.

სწავლება მოიცავს როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას.
სწავლების ხანგრძლივობა - 1 თვე.
სწავლების პერიოდი - ოქტომბერი-ნოემბერი 2020.
პრაქტიკული მომზადების ლოკაცია - მუხრანის ველი, ალაზნის ველი.

ჯგუფისთვის შეირჩევა 4 კურსანტი.
სწავლებას ხელმძღვანელობენ ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორები (სასურველია უცხო ენების ცოდნა).
გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება ხდება თბილისის ავიაციის უნივერსიტეტში.

კურსის დასრულების და გამოცდების ჩაბარების შემდგომი ეტაპია, სამედიცინო კომისიის გავლა, რის შემდეგაც, კურსანტებს გადაეცემათ სითბური აეროსტატების პილოტის მოწმობა.

მოწმობას, რომელიც მოქმედია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაცია.

კურსის ღირებულება - 3000 ევრო

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ info@balloons.ge ან დაგვიკავშირდით 595610006.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |