www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპა-თერაპისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო "Akhasheni Wine Resort-ში" სპა-თერაპისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: კახეთი, ახაშენი.
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება
** სამუშაო ოთახის მოწესრიგება
** სხვადასხვა ტიპის მასაჟებისა და ტანის პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა
** ​სპას სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმებისა და ჰიგიენის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სპა-თერაპევტის სერთიფიკატი;

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სპა-თერაპევტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |