www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სივრცის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

კომპანია ელთიბი აცხადებს ვაკანსიას სივრცის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანია ელთიბი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია ელთიბის აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-დან 18:15 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური პროცესების დაგეგმვა/კოორდინირება
** სივრცის თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის, მათ შორის პროდუქციის ფასმაჩვენებლის მონიტორინგი
** გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა
** მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცილება მსგავს პოზიციაზე
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

კომპეტენციები:

** გუნდის მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობა
** დროის მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სივრცის ადმინისტრატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |