www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს "ადლი" არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

კომპანია "ადლი" ჩართულია ისეთი ცნობილი პროექტების სამშენებლო სამუშაოებში როგორიცაა: შპს "ტერასა ჯგუფი", შპს "მეგობრობა", შპს "ფენიქსი", "ინოვაციების ცენტრი", სასტუმრო "თბილისი თაუერი" და სხვა.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა/გატარება;
** სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების რისკების შეფასება;
** კომპანიის პერსონალისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** სამუშაო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი;
** კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
** შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 ივლისი, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |