www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: Crystal Group
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"Crystal Group" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიაზე, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება და მართვა; კომპანიაში საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება (ამასთან საგანგებო სიტუაციების მართვა) და აღნიშნული სისტემის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების გეგმისა და პროცედურების შემუშავება; საევაკუაციო გეგმის შემუშავება; საჭირო პერსონალური დამცავი აღჭურვილობის განსაზღვრა; გამაფრთხილებელი ნიშნების განსაზღვრა; მუშა-მოსამსახურეების სპეც. ტანსაცმლით და სხვა აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით დროულ მომარაგებაზე კონტროლი;
** სამუშაოთა უსაფრთხო შესრულების კონტროლი: (უსაფრთხოების წესების დაცვის შესაბამისად, ღუმელების მუშაობა, ელექტრო უსაფრთხოების წესების დაცვა, ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამართულობაზე კონტროლი; გადამტვირთავი მანქანების უსაფრთხო ექსპლუატაციის კონტროლი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამართულად და სწორად გამოყენების კონტროლი, ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვის კონტროლი და ა.შ);
** შესავალი ინსტრუქტაჟის დროული ჩატარება, ასევე სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების და სწავლების მუდმივად ჩატარება და აღრიცხვა;
** კომპანიაში არსებული შესაბამისი სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, თანამშრომელთა ინფორმირება შესაძლო პროფესიულ დაავადებათა შესახებ და მონაწილეობის მიღება მათი პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის ორგანიზებაში;
** შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტების აღრიცხვა; ინციდენტების გამოძიების პროცესში ხელშეწყობა;
** სამსახურის ხელმძღვანელებზე მიწერილობის გაცემა შრომის უსაფრთხოების წესების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტარების, მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად; სამსახურის ხელმძღვანელების მიერ, დარღვევების იგნორირების შემთხვევაში ზემდგომი ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მშენებლობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ობიექტებზე სამუშაოების წარმოების შეწყვეტა, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას;
** გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების ორგანიზება და განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების კომიტეტებსა და H&S აუდიტებში მონაწილეობის მიღება, ასევე H&S და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** სახანძრო უსაფრთხოებისათვის გასატარებელი ღონისძიებებისა და წესების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის;
** "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |