www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Crystal Group
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

"Crystal Group" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების
** საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** ხარჯთაღრიცხვებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე, ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასტუმროს სტანდარტულ საოპერაციო პროცედურების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარე;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |