www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: პრემიერი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 26 ივლისი

პრემიალური ბელგიური ლუდების მაღაზია შპს "პრემიერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, კერძოდ ბაგების დასახლებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ასაკი: 18-35 წ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: წყნეთის გზატკეცილი #41
** ანაზღაურება: 400 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან
** სამუშაო საათები: კვირაში 30 საათი განაწილებული 5 სამუშაო დღეზე
** დღის ცვლა: 11:00-18:00, ხოლო ღამის ცვლა 18:00-00:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@premiere.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |