www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივლისი

სამშენებლო კომპანია "Metta" 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია განვითარების ეტაპზეა, ის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდა, მოტივირებული და აქტიური ადამიანებისთვის.

სამშენებლო კომპანია "Metta" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული მოთხოვნის დამუშავება/ბაზრის კვლევა
** ხარისხის და ფასის გათვალისწინებით საჭირო შესყიდვების განხორციელება
** შესყიდვების მარაგის კონტროლი
** სამშენებლო ობიექტების მომარაგება საჭირო ინვენტარით/დანადგარით/მასალებით/მომსახურებით;
** სამშენებლო ობიექტების ლოჯისტიკური ციკლის მართვა;

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება
** სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების MS Word; MS Excel; MS Outlook ცოდნა
** გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სხვადასხვა დავალებების შესრულების უნარი
** მოტივირებული, გუნდურად მომუშავე, ენერგიული
** ​სამუშაოსადმი ადვილად ადაპტირებადი და სხარტი
** ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციური უნარები
** დაგეგმვისა და პროცესის სრული სურათის აღქმის უნარი
** დროის სწორად განაწილების უნარი
** პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უფასო სასაუბრო დროს
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს მოტივირებულ გუნდში
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

გთხოვთ, მხოლოდ მოთხოვნილი მახასიათებლების მქონე კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@metta.ge და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი, 2020.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |