www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის სტაჟიორი/HIS
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 7 ივლისი / განცხადების ვადა: 6 აგვისტო

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის სტაჟიორის (HIS) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზში მონაწილეობა (ინტერვიუს ჩატარება, ბიზნეს პროცესების აღწერა, ანალიზი და პროცესების აღწერის დოკუმენტაციის მომზადება);
** მონაცემთა დამუშავების პროცესების ანალიზი;
** დეველოპმენტისთვის ამოცანის ჩამოყალიბება;
** HIS სისტემის კონფიგურაციის პროცესში ჩართულობა;
** HIS სისტემაში ინფორმაციის შეტანის პროცესებში ჩართულობა (შესატანი ინფორმაციის შეგროვება ანალიზი, ფორმატირება, ხარისხის კონტროლი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 06 აგვისტოს ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის სტაჟიორი".

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |