www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს აპლიკაციების კონსულტანტი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს აპლიკაციების კონსულტანტის (CRM-ის მიმართულება) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის პროცესების შესწავლა და ფუნქციონალური მოთხოვნების შედგენა;
** Microsoft Dynamics 365-ის სისტემების დანერგვის (კონფიგურაცია, მოდიფიკაცია, ტესტირება, ადმინისტრირება, მხარდაჭერა) პროცესში მონაწილეობა;
** დეველოპერებისთვის ამოცანის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** კლიენტი კომპანიის მომხმარებლების (end-user) ტრენინგი;
** ფუნქციონალის ტესტირება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით);
** აუცილებელია ინგლისური ენა (B2 დონე), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ბიზნეს აპლიკაციების დანერგვის მიმართულებით;
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ახალი სისტემის/ფუნქციონალის დამოუკიდებლად გარჩევისა და ადვილად ათვისების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი;
** გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 08 აგვისტოს ჩათვლით ელ.ფოსტაზე: vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბიზნეს აპლიკაციების კონსულტანტი (CRM-ის მიმართულება)".

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება "იუ-ჯი-თი"-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში, 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |