www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი - სტაჟირება
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 9 ივლისი / განცხადების ვადა: 8 აგვისტო

კომპანია "Scroll"-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის (სტაჟიორი) პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარით;
** ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობით;
** უნდა ერკვეოდეს და მარტივად მოიხმარდეს ახალი თაობის მობილურებს და აპლიკაციებს;
** ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დღის ცვლასთან ერთად უნდა შეეძლოს ღამის ცვლაში მუშაობა;
** ინგლისური ენის ცოდნა თუნდაც საბაზისო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად

რა უნდა გააკეთო?

** ელ. სკუტერების საწყობის მართვა;
** ელ. სკუტერების დატვირთვისა და ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მიღება და აღრიცხვა;
** საწყობის პროცედურების გაწერა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა საწყობის ეფექტურად მართვისთვის;
** სასაწყობე ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ელ. სკუტერების ნაწილების მიღება, დასაწყობება და აღრიცხვა;
** ელ. სკუტერების ნაწილების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება წინასწარ შემუშავებული პროცედურების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების საბუთების გამოწერა rs.ge-ზე;
** საწყობის პერიოდული აღწერა და ინვენტარიზაცია;
** ​Bird-ის აპლიკაციისა და dashboard-ის სრულყოფილი ცოდნა და ეფექტური გამოყენება;
** კომპანიის საბუღალტრო პროგრამის სასაწყობე ნაწილის სრულყოფილი ცოდნა და ეფექტური გამოყენება;
** საწყობის საწარმოო პროცედურების დახვეწა და ცვლილება;
** ​მექანიკოსთან და საოპერაციო ხელმძღანელობასთან კონსულტაციით საწყობის პროცედურების ანალიზი, დახვეწა და კორექტირება, საწყობის გამართულად და ეფექტურად მუშაობისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
** კომპანიაში შემუშავებული შინაგანაწესისა და პროცედურების სრულად და პირნათლად შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@scroll.eco.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |