www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დებიტორული დავალიანების მართვის ოპერატორი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანების მართვის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ჩარიცხული თანხებისა და მიღებული ნაღდი ფულის ასახვა პროგრამაში;
** დებიტორული დავალიანებების შესახებ სხვადასხვა ანგარიშგებების გაგზავნა შესაბამის დეპარტამენტებთან;
** საქვეანგარიშო თანხის გაცემა;
** სალაროს ინვენტარიზაცია;
** სალაროს დოკუმენტების წარმოება და დაარქივება;
** გაუქმებული ჩეკების აღრიცხვა, აქტის მომზადება და შესაბამისი პირების მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატების აღრიცხვა;
** სალაროსთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** დასრულებული სასწავლო კურსი (მოკლე კურსები) ბუღალტერიაში (ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 აგვისტო, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |