www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ფრილანსერი
მომწოდებელი: კი კი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

კომპანია კი კი ეძებს გაყიდვების მენეჯერს, ფრილანსერი.

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
განცხადების ნომერი: 202904-SM

ვებ-გვერდი: http://www.kiki.ge

ჩვენ ვაქირავებთ ბიოტუალეტებს სამშენებლო უბნებისთვის, კორპორატიული მიზნებისა და ღონისძიებებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი- გამომუშავებით, გაყიდვების 6% (კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან, დღგ-ს გამოკლებით)
** დისტანციურად მუშაობას
** კორპორატიული ნომერს
** კომპანიის ზრდასთან ერთად განვითარებას და დაწინაურებას

გაყიდვების მენეჯერის მოვალეობაა, კომპანიის პროდუქციის მახასიათებლების მიწოდება პოტენციური კლიენტებისთვის მათი რეალიზების მიზნით.

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით
** ახალი კლიენტების აქტიური ძებნა
** ყოველდღიური ანგარიშგება მენეჯერთან
** მენეჯერის მიერ სხვა დასახული ამოცანების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
** კომუნიკაციის უნარები: ტელეფონით, მეილით, სოციალური მედიით, ა.შ.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია და რეპორტინგი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: kiki@kiki.ge

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით შემდგომი გასაუბრებისთვის. გაიგეთ უფრო მეტი ჩვენს შესახებ http://www.kiki.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |