www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა. კომპანია საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელია ისეთ საერთაშორისო ბრენდების, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.

2014 წლიდან "ევროპროდუქტი" საკუთარი მარკეტების ქსელით შემოვიდა ბაზარზე და დღეისთვის 19 მარკეტით არის წარმოდგენილი საქართველოში და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას.

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ "ევროპროდუქტი"-ს გუნდში სამუშაოდ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 600-650 ლარი
დამატებითი ბენეფიტი: საწვავი

აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაოდ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

ძირითადი ვალდებულებები:

** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი;
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება);
** საჭიროების შემთხვევაში, ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

"ევროპროდუქტის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |