www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვალიდაციის მენეჯერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 9 აგვისტო

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი "აპტოსის" ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 24 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი (barbed thread), რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს (thread lifting).

"აპტოსს" ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE (Conformité Européene) ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღაში, ბერლინში და მოსკოვში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

"აპტოს"-ის ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის გუნდი ეძებს ვალიდაციის მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** R&D-თან დაკავშირებული პროექტების მიმდინარეობის კონტროლი
** MDD დირექტივის MDR რეგულაციაზე ცვლილებებთან დაკავშირებით აუცილებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება
** სტერილიზაციის და შეფუთვის ვალიდაცია/რევალიდაციის კონტროლი.
** ორგანიზაციის პოლიტიკის და მიზნების მიხედვით ხმს-ის მეთოდური შემუშავება ISO13845: 2016 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად
** რესერტიფიცირების პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** ISO 9001:2015 სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანტური პოზიცია არის სრული განაკვეთით. სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 9:30სთ-დან 18:00სთ-მდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და სწავლის შესაძლებლობას
** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებებზე და პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 9 აგვისტომდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ვალიდაციის მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |