www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm - ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან (სამედიცინო პერსონალი) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და მოლაპარაკების წარმოება თანამშრომლობისთვის;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება დადგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გაიცემა იჯარის მომსახურების ღირებულება 200 ლარის ოდენობით.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

კომპანია გაყიდვების მენეჯერს სთავაზობს:

** ეფექტურ საბონუსე სისტემას (ყოველთვიური პრემიის სახით);
** სოციალური პაკეტს (ჯანმრთელობის დაზღვევა და სატელეფონო ლიმიტი).

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება
** ტრენინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |