www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტი-სტაჟირება
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ხართ ენერგიული და მოტივირებული, კომპაანია "მისო ევროკრედიტი" საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლის და განვითარების საუკეთესო შანსი.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვისაც სურთ მიიღონ გამოცდილება თავიანთ პროფესიაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტი" აძლევს უნიკალურ შესაძლებობას გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში, იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმისწარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დოკუმენტაციის მომზადება სასამართლოსთვის, არბიტრაჟისათვის, შსს მომსახურების სააგენტოსათვის;
** დეპარტამენტის მიმდინარე საქმეების მართვაში მონაწილების მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** საოფისე პროგრამების ( world; excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დამატებითი უნარები:

** ენერგიული;
** მოტივირებული;
** სხარტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ანაზღაურება: 200 (ორასი) ლარი ხელზე ასაღები
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "სტაჟირება იურისტი".

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |