www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

საგანმანათლებლო კომპანია "კინგსი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში, სატელეფონო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

წარმატებული სამუშაო პერიოდის გავლის შემდეგ, შერჩეულ კადრებს, აუცილებლად ექნებათ კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათლებლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა.
სამუშაო გრაფიკი: 6 საათიანი, მოქნილი, სამუშაო გრაფიკი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე 300-400 ლარი.
ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 500-1000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** პროექტების შეთავაზება/გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების ათვისების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@kings.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - სატელეფონო გაყიდვების აგენტი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |