www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ERP სტაჟიორ-ოპერატორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group"-ი აცხადებს ვაკანსიას თბილისში, 1C ERP სტაჟიორ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (08:00-17:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
** ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან;
** პროგრამაში ნომენკლატურების წონების კონტროლი/კორექცია;
** პროგრამაში ნომენკლატურების ფასების კონტროლი/კორექცია;
** დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად.

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მათემატიკური ანალიზის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |