www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: Armani Exchange
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

"ჯიორჯიო არმანის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას "Armani Exchange"-ის მაღაზიის ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დიზაინი, ბიზნეს ადმინისტრირება, საქონელმცოდნეობა);
** ტრეინინგები უცხოურ კომპანიაში, შესაბამისი პროფილით;
** თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა, ინტერესი fashion-ინდუსტრიის მიმართ, გემოვნება და სტილის გრძნობა;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური მაღალ დონეზე, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება მერჩენდაიზინგის, გაყიდვების, მარკეტინგის მიმართულებით - მინიმუმ 2 წლიანი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება სტანდარტის მიხედვით;
** სავაჭრო სივრცის სწორედ დაგეგმარება, მანეკენების სტაილინგის ცოდნა;
** ვიტრინების გაფორმება, სავაჭრო ფართის ზონებად დაყოფა. ფერების სამყაროს კარგი აღქმა და კომპოზიციების შედგენა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** კონსულტანტების დატრეინინგება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის მარკეტინგისა და პიარის პროცესების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** აქტიური, მოწესრიგებული, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** კომუნიკაბელურობა;
** მონაცემების და შესრულებული სამუშაოს შემოწმების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 6 დღე
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nabu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ვიზუალ მერჩენდაიზერი".

გთხოვთ, თქვენს რეზიუმეს დაურთოთ სამოტივაციო წერილი და ფოტოსურათი. რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |