www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა - აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 2 სექტემბერი

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებით:

1. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი:

** ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით: ასოცირებული პროფესორი - 1 ს. ე.
** ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით: ასისტენტი - 1 ს. ე.

2. დრამის ფაკულტეტი:

** მსახიობის ხელოვნების მიმართულებით:

- ასისტენტ-პროფესორის 3 ს. ე. /ოსტატობის განხრით/
- ასისტენტ-პროფესორის 1 ს. ე. /სასცენო მეტყველების განხრით/

** ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით: ასისტენტ-პროფესორი 1 ს. ე. /ქართული ცეკვის განხრით/
** სამუსიკო ხელოვნების მიმართულებით: ასისტენტ-პროფესორი 1 ს. ე. /სადირიჟორო განხრით/.

3. კინო-ტელე ფაკულტეტი:

აუდიო-ვიზუალური რეჟისურის მიმართულებით: ასისტენტ-პროფესორი 1 ს. ე.

დრამისა, კინო-ტელე და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ ბასიაშვილი.

კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 20 ივლისიდან.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 21 აგვისტოდან და გაგრძელდეს 2020 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |