www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო წარმომადგენლების მომზადება ექიმებთან ვიზიტებისთვის, ორმაგი ვიზიტების დაგეგმვა;
** პრეპარეტების პოზიციონირება, მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების დაგეგმვა, ტრეინინგების ჩატარება ფარმაცევტებისთვის, პროდუქტების პრეზენტაციები როგორც ექიმებთან ასევე ფარმაცევტებთან;
** გაყიდვების კონტროლი და ანალიზი;
** ბიუჯეტირება და დაგეგმარება;
** პრიორიტეტული მედიკამენტების პორტფელის მართვა;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მსგავს თანამდებობაზე ან ჯგუფის ხელმძღვანელად ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** პრეზენტაბელურობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან მუშაობის და კონტროლის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |