www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მეფრინველე
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მეფრინველის პოზიციაზე.

საწყისი ანაზღაურება 600 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრინველის პერიოდული აწონვები და შესაბამისი ფომების შევსება
** საფრინველის მუდმივი დათვალიერება (ტენიანობის, საკვები ხაზის, წყლის სისტემის, განათების პარამეტების მონიტორინგი)
** ფრინველის ვაქცინაციის ჩატარება.
** მუდმივი მონიტორინგი ფრინველის ზოგად მდგომარეობაზე
** დაცემული/მკვდარი ფრინველის საფრინველედან გამოტანა

აუცილებელი მოთხოვნები:

** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 20-40 წლამდე წარმომადგენლები.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 01 აგვისტომდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |