www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი-დი-ჯი გრუპი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სადისტრიბუციო კომპანია "ჯი დი ჯი" 10 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს www.gdggroup.ge კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე.

უფლება მოვალეობები:

** სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა, ასორტიმენტის და ფასების კონტროლი
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და პროდუქციის შეტანის უზრუნველყოფა
** სავაჭრო ქსელებში ვიზიტი და პროდუქციის განლაგების კონტროლი
** დისტრიბუტორებისთვის საბუთების გამზადება და მათი მონიტორინგი
** აქციების და პრომო აქტივობების მართვა
** შეკვეთების და მომარაგების ქსელის მართვა
** თანხების ჩარიცხვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** რეალიზაციის ზრდის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელთან რეპორტინგი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, აუცილებელი პირობა: საკუთარი ავტომანქანა
ანაზღაურება: ნავაჭრის პროცენტი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობის უნარი

თუ თქვენ გაქვთ სურვილი აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Giorgi.kiladze@gdggroup.ge

აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს, წინააღდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ვერ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |