www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მიმო
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

საფოსტო-საკურიერო მომსახურების კომპანია "მიმო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი).

ძირითადი მოვალეობები:

სხვადასხვა სახის ტვირთის ადრესატებზე მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** 50 წლამდე პიროვნება;
** აუცილებელია საკუთრებაში არსებული ავტომობილი (გამართულ მდგომარეობაში), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

- ტვირთამწეობა: მინ. 3, 5 ტონა;
- სიგრძე: 4-5 მეტრი;
- სიმაღლე: 2 მეტრი.

** აუცილებელია გეოგრაფიის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-მისამართზე: t.chumburidze@mimo.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის და რეგიონის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |