www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** ფინანსისტის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ERP სტანდარტების ფლობა
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება პროგრამა "Navision"-ში მუშაობის გამოცდილებას
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** შრომისმოყვარეობა, დროის მართვის უნარი
** სხარტი და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით.
** პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების სათანადო ფორმით მენეჯმენტისთვის წარდგენა შემდგომი ანალიზისა და რეაგირებისთვის;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება, შედეგების ანალიზი და პროგნოზირება;
** ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ანალიტიკური ფორმების შემუშავება და მენეჯმენტისთვის შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ ეხება ფინანსისტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 170ა
** სამუშაო განრიგს: კვირაში 40 საათი
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოში მუშაობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 აგვისტო.

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსისტი" წერილის თემის გრაფაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |