www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 5 აგვისტო

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბორჯომი.

ძირითადი მოვალეობები:

** ინკასაციისგან ავანსის მიღება;
** თანხის გადანაწილება მოლარე-ოპერატორებზე/მოლარეებზე და აღნიშნული ოპერაციების გატარება დოკუმენტურად და პროგრამულად;
** კლიენტისგან ნაღდი ფულის მიღება;
** ძირითად საბანკო სისტემაში შემოსავლის ორდერის დადასტურება;
** კლიენტზე ნაღდი ფულის გაცემა;
** ძირითად საბანკო სისტემაში გასავლის ორდერის დადასტურება;
** ფიზიკური პირებისთვის ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** ფულის ფორმირება არსებული წესებით და სტანდარტით;
** თანხის მიღება მოლარე-ოპერატორისგან/ მოლარისგან და აღნიშნული ოპერაციების გატარება დოკუმენტურად და პროგრამულად;
** სალაროს მეტობის და დანაკლისის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** სალაროს გამოყვანა;
** შესრულებული ოპერაციების დადასტურება ძირითად საბანკო პროგრამულ სისტემაში;
** ჩატარებული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების კონტროლი;
** სალაროში ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო საქმის და ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარე/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
** კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისათვის.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |