www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: აჭარა, სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ტყიბული, იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, ბორჯომ-ბაკურიანი, მცხეთა-მთიანეთი.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
ანაზღაურება: ბონუსური სისტემით

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** ასაკი: 21-40 წელი
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: tamuna@orei.ge და გთხოვთ, ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (პრისელერი, რეგიონი).

ტელ: 2 14 55 88.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |