www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვეტერინარი
მომწოდებელი: პროექტი უდაბნო
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

პროექტი "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს ცხოველთა და ფრინველთა ძირითადი ინფექციური, ინვაზიური და არაგადამდები დაავადებების კონტროლი და მათი პრევენციული, საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება;
** ფლობდეს ცხოველთა სადეზინფექციო და სამკურნალო საშუალებების გამოყენების წესებს;
** განსაზღვროს სხვადასხვა ს/წ საშუალებების დოზების განსაზღვრა- სახეობის, ჯიშის, ასაკის გათვალისწინებით;
** შეიმუშაოს და იხელმძღვანელოს ცხოველთა დაავადებების კონტროლის ინსტრუქციებით;
** აწარმოოს ვეტერინარული რეგისტრაციის/ აღრიცხვის დოკუმენტაცია;
** გაუწიოს ორგანიზება ეპიზოოტოლოგიურ, პროფილაქტიკურ, სამკურნალო და ვეტერინარულ-სანიტარულ ზომებს, რომლებიც მიმართულია პირუტყვის და ფრინველის პროდუქტიულობის გაზრდასა და დაავადებების შემცირებაზე;
** ყოველდღიურად განახორციელოს ცხოველებისა და ფრინველების ვეტერინარული შემოწმება.

მოთხოვნები:

** ფლობდეს ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების ინსტრუქციებს;
** იცოდეს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება;
** იცოდეს სამკურნალო საშუალებების ორგანიზმიდან გამოყოფის (დაყოვნების) პერიოდი, (სხვადასხვა პროდუქტიდან-რძე, ხორცი, კვერცხი და ა.შ);
** იცნობდეს ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს;
** ფლობდეს პირუტყვთა ინფექციური დაავადებების მართვის მეთოდებს;
** ფლობდეს ინფორმაციას საკარანტინო ღონისძიებების შესახებ.

საჭირო უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური-რუსული) ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა, (სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი და სხვა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft (Excel, Word).

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 23 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |