www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღის ცვლის კონსიერჟი
მომწოდებელი: ბრავა
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / განცხადების ვადა: 23 აგვისტო

საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მომსახურების კომპანია "ბრავა" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის კონსიერჟის (რეცეფციის თანამშრომელი) პოზიციაზე.

ცოდნა და გამოცდილება:

** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office, Excel
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
** სასტუმროს მიმღებში მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** აქტიური
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული
** დაკვირვების უნარი - დეტალებზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაჭრის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი კორპუსის ვიზიტორების კონტროლი
** საცხოვრებელი კორპუსის სისუფთავის კონტროლი
** კამერების კონტროლი (არსებობის შემთხვევაში)
** მჭიდრო კომუნიკაცია საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებთან
** მობინადრეთა კომპლექსთან დაკავშირებული საჭიროებების გადაჭრა
** მობინადრეთა საჭიროებების სეგმენტირება და შესაბამის დეპარტამენტში გადაცემა
** საკითხების მოგვარების მონიტორინგი
** კომპლექსის მიმდინარე საკითხების სათაო ოფისისთვის გადაცემა, რაპორტინგი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, პირველი ცვლა 08:00-15:00, მეორე ცვლა 14:00-21:00.
ანაზღაურება: 400 ლარი.
სამუშაო ადგილი უზრუნველყოფილია კომპიუტერით, ინტერნეტით.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე. კანდიდატები გაივლიან ტრენინგებს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე ფოტოსურათით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tamuna.kiladze@brava.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |