www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მრჩეველი - რეზერვი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: კლიენტთა მრჩეველის რეზერვი შემდეგ ქალაქებში: ქარელი; კასპი; ნინოწმინდა.

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 74 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. #გახდიკრედოელი

სამუშაო აღწერილობა:

** კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების შეთავაზება და გაყიდვა;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში;
** კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების და ანგარიშების გახსნა და მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
** კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
** სესხის გაცემასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა, ნებადართულ ვალუტებში ლიმიტების შესაბამისად;
** სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
** უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
** სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** კლიენტის პერსონალური მონაცემებისა და ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
** ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარების მაღალი მოტივაცია.

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს. #გახდიკრედოელი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |