www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია თემიდა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კომპანიის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზებების განხორციელება.
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრის დაგეგმვა და კომპანიის პროდუქტების შესახებ პრეზენტაციის ჩატარება.
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.
** სატელეფონო ზარების აღრიცხვა სისტემურად.
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
** კომპანიის და მისი პროდუქტების ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00 საათი); შაბათი (11:00-16:00 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (500 ლარი) + ბონუსი 10% + ფიქსირებული ხელფასის ზრდა 20%-ით ყოველი მოყვანილი 5 კლიენტის შემდეგ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |