www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის-ცენტრის ექსპერტ-მენეჯერი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ექსპერტ- მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** ბაზების დამუშავება, მომხმარებლის მოზიდვის უზრუნველყოფა და პორტირების პროცესში ჩართულობა;
** ​სერვის ცენტრის ფაილინგის მოწესრიგება და ფორმების სათანადოდ შევსების უზრუნველყოფა;
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საბონუსე სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინკასაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** ​სალომბარდე სესხის გაცემა;
** ​სერვის ცენტრში წარმოქმნილი გაუმართაობების შესახებ შესაბამისი სამსახურის დროული ინფორმირება;
** გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვა და სხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |