www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: შენი სახლი ჯიქიაზე
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"შენი სახლი ჯიქიაზე", აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას. ქ.3
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ. (ორშაბათი-პარასკევი)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საინჟინრო, არქიტექტურის პროფილით)
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, ArchiCAD, AutoCAD)
** სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
** გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;

ფუნქცია/მოვალეობები:

** შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
** კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება, როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
** სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოძიება.
** საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო- საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.
** ახალი პროექტების დიზაინის და კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა,
** მიღებული/დამუშავებული შეკვეთების კალკულაციების შედგენა,
** მოცულობათა უწყისის შედგენა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი.
** დაკისრებული მოვალეობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული.

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** CV - ს განხილვა
** გასაუბრება

მინიმალური ანაზღაურება 2000 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |