www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 16 აგვისტო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს ღია კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს საქმიანობის და პრიორიტეტების შესაბამისად, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** სააგენტოს საქმიანობის და პრიორიტეტების შესაბამისად, პოტენციური პარტნიორი საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციის იდენტიფიცირება, მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი ბაზის მუდმივი განახლება;
** სააგენტოს შიდა საჭიროებების კვლევის პროცესში მონაწილეობის მიღება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი დონორების მოძიება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყებასა და შემდგომ თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა;
** ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობის მიღება;
** მემორანდუმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** საერთაშორისო მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე სააგენტოს სახელით მონაწილეობის მიღება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები და/ან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების ან დონორებთან მუშაობის ** მიმართულებით არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C2);
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებისა და სამუშაო სპეციფიკის ზოგადი ცოდნა;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1, 500.00 ლარის ოდენობით.

რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტირებული ვებ-გვერდის, hr.gov.ge-ის საშუალებით:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61451?active=1

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |