www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპორტისა და ფიტნესის კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: VENDOO.GE
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას სპორტისა და ფიტნესის კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

პოზიციის შესახებ: აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სპორტული ინვენტარისა და ფიტნეს მიმართულებით ბრენდებისა და მომწოდებლების მოძიება, მათი პროდუქციის ფასების შედარება და პოზიციონირება ბაზარზე არსებული კონკურენტული ბრენდების ფასებთან, შეთანხმების შემთხვევაში კონტრაქტების გაფორმება;
** მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა არსებულ მომწოდებლებთან;
** მომწოდებელთან შეთანხმებით პროდუქციის კონკურენტული გასაყიდი ფასის დადგენა;
** არსებულ ასორტიმენტზე კონკურენტების ფასების და დამატებითი შეთავაზებების ანალიზი და შესაბამისად რეაგირება;
** თითოეული მომწოდებლის შეკვეთის დამუშავება და პროგრამაში შესაყვანად გამზადება;
** ყოველკვირეული და ყოველდღიური პრომო შეთავაზებების დაგეგმვა და შეთანხმება მარკეტინგის დეპარტამენტთან;
** გაყიდვების ანალიზი და მასზე დაყრდნობით ოპტიმალური მარაგების დაგეგმვა საწყობში, რათა გამოირიცხოს მარაგების როგორც სიჭარბე, ასევე დეფიციტი;
** ვებ-გვერდზე ატვირთული კონტენტის კონტროლი;
** პროდუქციის ასორტიმენტის ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების ან მენეჯმენტის განხრა);
** კორპორატიული გაყიდვების/შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სპორტული ინვენტარის, ფიტნესის მიმართულებით ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება და ქართული ბაზრის თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (სასურველია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** სასურველია 1C-ის საშუალო დონეზე ცოდნა;

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარდგენის უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "სპორტისა და ფიტნესის კატეგორიის მენეჯერი"

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |