www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ლაბლაინი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს "ლაბლაინი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს
** კონკურენტულ ხელფასს
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნებია:

** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ.
** ასაკი: 20 წლიდან 35 წლამდე
** აუცილებელი პირობა: თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** აუცილებელი პირობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** აუცილებელი პირობა: საკუთარი ტევადი ავტომობილი (ეკონომიური).
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

სამუშაო გრაფიკი: სრული - 10:00-19:00
გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე.
ანაზღაურება შეადგენს: გამოსაცდელ პერიოდში ფიქსირებულ 600 ლარს, ხოლო შემდგომ - 800 ლარს.
ავტომობილის ცვეთის ხარჯს ფარავს კომპანია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 15-20 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |