www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის ლაბორანტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გურიის რეგიონული ფილიალის ურეკისა და შეკვეთილის გაერთიანებული სერვის ცენტრის ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ურეკი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** წყლის ხარისხის შეფასება;
** სერვის ცენტრში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით აღებული სინჯების შედეგების შესახებ მონაცემების მიღება, პრობლემების გაანალიზება და პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდება;
** სერვის ცენტრში სასმელი წყლის დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი;
** სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრების, ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი;
** წლის განმავლობაში სასმელი წყლის ხარისხის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის სქემის, ჯერადობის, განსასაზღვრი მაჩვენებლების და ნიმუშების რაოდენობის დადგენა წყალმომარაგების სისტემიდან წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კანონით დადგენილი წესით;
** სასმელი წყლის ხარისხზე მოქმედი რისკ-ფაქტორების დადგენა, ქიმიური და მიკრობული დაბინძურების რისკის შეფასება, წყალმომარაგების სისტემების დეზინფექციის შედეგების გაკონტროლება;
** სასმელი წყლის გამოყენებაზე რეკომენდაციების შემუშავება, წყალმოხმარების შეზღუდვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებების შემუშავება;
** ჩამდინარე წყლების რეგლამენტის მიხედვით, ჩამდინარე წყლის ანალიზი;
** წყლის ხარისხთან დაკავშირებული საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის აუცილებლობის გათვალისწინება;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის და სათავო ოფისში შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/სპეციალობა: სასურველია - საბუნებისმეტყველო;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "წყლის შესახებ";
** საქართველოს კანონი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი";
** "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბერის N32 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტი - წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N73 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტის "წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N26 დადგენილება;
** "საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N425 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტი - ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N62 დადგენილება;
** "ულტრაიისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით წყლის გაუსნებოვნების სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N17/ნ ბრძანება;
** "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილება;
** საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ";
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება; შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება; შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მარეგულირებელი შიდა აქტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |